1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

შეხვედრები სოფლის მოსახლეობასთან გრძელდება...

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ პასუხისმგებელმა მუშაკებმა და გაეროს განვითარების პროგრამით დაფინანსებულმა კონსულტანტებმა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის მოსახლეობასთან მორიგი გასვლითი ტრენინგი გამართა. შეხვედრაზე მოსახლეობის მზარდი ინტერესი გამოიწვია საგაზაფხულო სასოფლო–სამეურნეო საკითხების მიმდინარეობამ, ფურის წველადობაზე მოქმედმა ფაქტორებმა, ცხოველთა ინვაზიურმა დაავადებებმა, ერთწლიანი ბოსტნეული კულტურების  (პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, ბულგარული, წიწაკა და სხვა) მოვლა–მოყვანის პროგრესული მეთოდების გაცნობამ, ხეხილის ნარგავებში კოკციდების გავრცელების შემთხვევაში მათ წინააღმდეგ ბრძოლის ქიმიურმა ღონისძიებებმა.