1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

შეხვედრები სოფლის მოსახლეობასთან გრძელდება...

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ პასუხისმგებელმა მუშაკებმა და კონსულტანტებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის მოსახლეობასთან მორიგი გასვლითი ტრენინგი გამართა. შეხვედრაზე მოსახლეობის მზარდი დაინტერესება გამოიწვია საგაზაფხულო სასოფლო–სამეურნეო საკითხების მიმდინარეობამ, ამ სამუშაოთა აგროწესებითა და აგროვადებში ჩატარებისათვის სახელმწიფოს მიერ დარიგებული ბარათების გამოყენების წესებმა, მავნებელ–დაავადებათა წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა თანმიმდევრობამ, წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის საკითხებმა.