.აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები “Treatments against Brown Marmorated Stink Bug begin in Ajara”
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა, სურსათის ეროვნული სააგენტოსთან ერთად, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში მავნებლის საწინააღმდეგოდ 514.4 ჰექტარი თხილის ფართობი უკვე დაამუშავეს.
მავნებლის საწინააღმდეგოდ რეგიონში 3750 ჰაჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი. აღნიშნულ ღონისძიებას 29 ერთეული სპეცტექნიკა ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფერმერებს მოემსახურება, რომელიც თვის ბოლომდე გაგრძელდება.
N(N)JP Agroservice Centre the Ministry of Agriculture of Ajara with the National Food Agency of the Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia started the treatments against an invasive pest Brown Marmorated Stink Bug in Kobuleti and Khelvachauri municipalities, where 3750 hectares of hazelnut plantations will be sprayed against the pest. 29 units of machinery will serve the farmers of the municipalities.