შეხვედრა ელკანას წარმომადგენლებთან
დღეს, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე ,,ელკანას’’ პროექტის ,,IFAD’’-ს კოორდინატორს ანა ახვლედიანს და ,,ელკანას’’ კონსულტანტს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს ლალი გოგინავას შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა აგრომეწარმებისთვის და ფერმერებისთვის აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის გაცნობა. რომელიც ითვალისწინებს რეგიონში სხვადასხვა კენკროვნების სადემონსტრაციო ნაკვეთების შერჩევას. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მასშტაბით. ,,სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის’’ (AMMAR) ფარგლებში.
გრანტის მაქსიმალური მოცულობაა 15000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ფინანსდება, 1ჰა-მდე ახალი ბაღების გაშენება, 10 ჰა-მდე არსებული ბაღის განახლება, თანამედროვე სარწყავი სისტემების, სეტყვისაგან დამცავი ბადეების მოწყობა, ყინვისაგან დამცავი ტექნოლოგიები, ორგანული სოფლის მეურნეობა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა-აღჭურვილობის შეძენა, მცირე ზომის სასათბურე და სასაწყობე მეურნეობის მოწყობა/განახლება, მწვანე შემოღობვისა და ქარსაფარი ზოლის მოწყობა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სერთიფიცირება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძე, სასოფლო- სამეურნეო კოოპერატვივების წარმომადგენელები და ფერმერები.