1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

საფრანგეთის კივის კოოპერატივის წარმომადგენლების ვიზიტი აგროსერვის ცენტრში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და საფრანგეთის კივის კოოპერატივის წარმომადგენლები ეწვივნენ, მათ ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ლევან ბოლქვაძემ უმასპინძლა და ადგილობრივი მეურნეობა გააცნო. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები აგროსერვის ცენტრის სანერგე მეურნეობას და ფერმერ გია რომანაძის კივის ნაკვეთს გაეცვნენ. ტურის ფარგლებში სტუმრებმა ქობულეთის ღვინის სახლი მოინახულეს და ქართული ტრადიციით ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს გაეცვნენ, ვიზიტი აგროსერვის ცენტრში ღვინის დეგუსტაციით დასრულდა.