ლიტვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრი აგროსერვის ცენტრს ეწვია
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს აჭარის რეგიონში მყოფი ლიტვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრი კესტუტის ტრეციოკასი, საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე იურატე რამოსკინე და ლიტვის პარლამენტის წევრები ეწვია. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე ხელმძღვანელობდნენ.
დელეგაციის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში დაათვალიერეს ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა, ასევე მოინახულეს მაღალტექნოლოგიური ტკბილი წიწაკის და მარწყვის სასათბურე მეურნეობა. ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი სტუმრებს ქართული ტრადიციული სამზარეულოთი გაუმასპინძლდა, მოეწყო აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლში დამზადებული ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაცია.