გაეროს გენდერული თანასწორობის პროექტის მიერ ორგანიზებული აგროტურის ფარგლებში, მონაწილეებმა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის სანერგე მეურნეობა მოინახულეს
გაეროს გენდერული თანასწორობის პროექტის მიერ ორგანიზებული აგროტურის ფარგლებში, მონაწილეებმა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი მოინახულეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ექსტენციის სამსახურის უფროსი, მირზა სუქნიშვილი.
ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორიმა, გოჩა ბერიძემ, გაეროს გენდერული თანასწორობის პროექტის წარმომადგენლებს აგროსერვის ცენტრის საქმიანობა გააცნო. სტუმრებმა, აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა, მარწყვისა და ტკბილი წიწაკის სათბურები და ღვინის სახლი მოინახულეს. ვიზიტის მიზანი სოფლის მეურნეობისა და ექსტენციის მომსახურების კუთხით აგროსერვის ცენტრის გამოცდილების გაზიარებაა.