აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე მაშავის სასწავლო პროგრამის ფარგლებში ისრაელში იმყოფებოდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა) იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძე მაშავის პროფესიული სასწავლო პროგრამის ფარგლებში ისრაელში იმყოფებოდა. სასწავლო კურსი მებაღეობასა და მებოსტნეობაზე 20 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კვალიფიკაციური ექსპერტებისგან სასწავლო პროგრამის მომაწილეებმა ხეხილის და ბოსტნეულის შენახვა-გადამუშავების ტექნოლოგიების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და ლაბორატორიები დაათვალიერეს.
მაშავის სასწავლო პროგრამაში ა(ა) იპ აგროსერვის ცენტრი უკვე მეორე წელია ღებულობს მონაწილეობას. პროგრამა დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს სოფლის მეურნეობის საკითხებისადმი მიძღვნილი სასწავლო კურსები გაიარონ. ამავე პროგრამის ფარგლებში, კვალიფიციური ექსპერტები ტექნიკურ დახმარებას უწევენ და თანამედროვე ტექნოლოგიებს აცნობენ ქართველ ფერმერებსა და აგროექსპერტებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სფეროში ისრაელის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან სახელმწიფო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა სოფლის მეურნეობის სექტორისა და თანამედროვე აგროტექნოლოგიების განვითარების კუთხით.