მეციტრუსე ფერმერებს ბსუ-ს მეცნიერ მუშაკებმა კონსულტაცია გაუწიეს
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ორგანიზებითა და მოწვევით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-მუშაკებმა მეციტრუსე ფერმერებს ციტრუსის მოვლა მოყვანისა და შენახვის გზებზე კონსულტაცია გაუწიეს. შეხვედრა 1 აპრილს ჩაქვის სანერგე მეურნეობაში შედგა და მას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე ესწრებოდნენ.
ჩაქვის ციტრუსოვანთა საცდელ-სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობაში, 15 ჰა ფართობზე გაშენებულია ციტრუსოვანთა სხვადასხვა სახეობები: მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი , პომელო, გრეიფუტი , კინკანი, და ნარინჯი. დამონტაჟებულია სასუქების შემრევი მექანიზმით აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიის მორწყვის წვეთოვანი სისტემა. მეურნეობაში ტრენინგები ციტრუსის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე პერიოდულად ტარდება.