ვაზისა და ციტრუსის ნერგების გაყიდვა გრძელდება
აგროსერვის ცენტრის სანერგე მეურნეობებში გამოყვანილი ვაზისა და ციტრუსის ნერგების გაყიდვა გრძელდება. ამ ეტაპზე დარჩენილია ცოლიკაურის, ჩხავერისა და ოჯალეშის, ასევე ლიმონისა და ფორთოხლის ნერგები. აღნიშნული ჯიშები კარგად შეეგუვნენ ადგილობრივ კლიმატურ პიროებებსა და უხვმსხმოიარობით გამოირჩევიან. ციტრუსისა და ვაზის ნერგების ფასები 2-3 ლარამდე მერყეობს. შეძენის მსურველებმა უნდა მიმართონ აგროსერვის ცენტრს ბათუმში, გოგებაშვილის 46ა -ში ან დაუკავშირდნენ მარკეტინგის სპეციალისტს ნომერზე 577 585581.