ფურის ხელოვნური განაყოფიერების სერვისის შედეგების მონიტორინგი
აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძე ვეტერინარებთან ერთად ფურის ხელოვნური განაყოფიერების სერვისის შედეგების მონიტორინგის მიზნით ქობულეთში დანელიების ოჯახს ესტუმრა. გივი დანელიას ოჯახში ფურის ხელოვნური განაყოფიერების შედეგად გაუმჯობესებული ჯიშის უკვე ორი თაობის საქონელი ყავთ. ჯიშობრივი გაუმჯობესება ნათლად აისახა საქონლის წველადობაზე. მაშინ როცა ადგილობრივი ჯიშის ფური პირველ ხბოზე 8-10 ლიტრამდე რძეს იწველებოდა, გაუმჯობესებული ჯიშის ფურის წველადობა იგივე პერიოდში 13-15 ლიტრამდეა გაზრდილი.
აჭარაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესების მიზნით აგროსერვის ცენტრში ფურის ხელოვნური განაყოფიერების სერვისი გაეროს განვითარების პროგრამის ხელშწყობითა და ევროკავშირის დაფინანსებით 2012 წლიდან ფუნქციონირებს. სერვისზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება და ამ ეტაპზე რეგიონში 1600 -მდე გაუმჯობესებული ჯიშიმსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია დაბადებული.