აგროსერვის ცენტრი მაღალმთიანეთში ახალი კულტურების დანერგვას აგრძელებს
აგროსერვის ცენტრი აგრძელებს მაღალმთიან აჭარაში ახალი კულტურების შეტანასა და დანერგვას. 21 ივლისს, ორგანიზაციამ ხულოში მცხოვრებ ფერმერ თეიმურაზ შავაძეს, რომელსაც მოცვის ნაკვეთი გასულ წელს „ენპარდ აჭარა“-ს პროექტის ფარგლებში გაუშენდა მეურნეობის გაფართოების მიზნით 300 ცალი მოცვის ნერგი უსასყიდლოდ გადასცა. ფერმერი მოცვის ნაკვეთზე 3-4 წლის შემდეგ 7-8 ტონამდე მოსავალს მიიღებს.
აგროსერვის ცენტრმა მოცვისა და კაკლის სადემონსტრაციო ნაკვეთები ქედასა და შაუხევშიც მოაწყო. იქ ფერმერებმა უკვე მიიღეს მოცვის პირველი მოსავალი. ამ ეტაპზე ერთი კილოგრამი მოცვის საბაზრო ფასი 8-10 ლარამდე მერყეობს.
„ჩვენი მიზანია მაღალმთიან აჭარაში ახალი კულტურების დანერგვა და გავრცელება მოსახლოებაში. ეს სადემოსნტრაციო ნაკვეთი იქნება მაჩვენებლი, იმისა რომ არსებულ კულტურებს კარტოფილს, თამბაქოს და სხვას უფრო ნაკლები მოგება მოაქვს და აუცილებელია მათი ნაწილობრივ ჩანაცვლება ახალი კულტურებით,“ განაცხადა მირზა სუქნიშვილმა, აგროსერვის ცენტრის ექსტენციის სამსახურის უფროსმა.