პრესსტური აგროსერვის ცენტრში
31 ივლისს, აგროსერვის ცენტრის გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა პრესტურის ფარგლებში მედიის, პრესსამსახურების, გაეროს, ქობულეთის გამგეობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს. მათ ადგილზე დაათვალიერეს უკვე მსხმოიარობაში შესული 1 წლის ვაზისა და ხეხილის ელიტარული და ტრადიციული ჯიშები და მონაწილეობა მიიღეს საადრეო ჯიშის ვაზის დაკრეფის პროცესში. გარდა ამისა, პრესსტურის წარმომადგენლები აგროსერვის ცენტრის ხილის საშრობი მინი საწარმოსა და სამაცივრე დანადგარების ფუნქციონირებას, ასევე სერვისით სარგებლობის პირობებსა და უპირატესობებს გაეცნენ და ხილის საშრობ მინი-საამქროში ვაშლის ჩირად მომზადების პროცესს დაესწრნენ.
ფერმერთა მომსახურების ცენტრში კი მათ აგროსერვის ცენტრის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია და ორგანიზაციაში სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები მოისმინეს. მათ ფერმერთათვის ენპარდის პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეო-გაკვეთილიც ნახეს, რომელიც მეთევზეებს ცოდნის ამაღლებაში დაეხმარება. პრესსტურის მიზანი მედიისთვის აგროსერვის ცენტრის იმ სიახლეებისა და სერვისების გაცნობაა, რომელთა გამოყენებაც ფერმერებს მეურნეობის განვითარებაში დაეხმარება.