მცენარეთა გაახლებული ჯიშები...
ესპანეთიდან და თურქეთის რესპუბლიკიდან ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის მიერ“ შემოტანილი იქნა ციტრუსოვნებისა და ხეხილოვნების ნერგები (ციტრუსოვნების 6 სახეობიდან 37 ჯიში, ხეხილოვნების 11 სახეობიდან 17 ჯიში, სულ – 4512 ნერგი), რომლებიც გამოზამთრების მიზნით დაპიკირებული იქნა ჩაქვში მდებარე კვალსათბურებში. ამჟამად ნერგების მდგომარეობა სავსებით ამართლებს ბიოლოგიური პროცესების მიმდინარეობის ეტაპს. დროულად დაიწყეს როგორც, ხეხილოვანმა, ასევე ციტრუსოვნებმა კვირტების გამოღება და ფესვთა სისტემის ფუნქციონირება.