ქედის მუნიციპალიტეტში „თურქულის“ საწინააღმდეგო აცრები დაიწყო
ქედის მუნიციპალიტეტში დაავადება თურქულის ვაქცინაცია დაიწყო. ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები თურქულის პროფილაქტიკური აცრების ჩატარების პროცესში აქტიურად ერთვებიან. ისინი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ვაქცინაციის პროცესს სოფელ ვარჯანისში დაესწრნენ. აცრებს სახელმწიფოს დაფინანსებით სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლები აწარმოებენ. სულ ქედის მუნიციპალიტეტში, აპრილსა და მაისში მოსახლეობის საკუთრებაში არსებული 11 000 მსხ.რქ. პირუტყვის ვაქცინაციაა დაგეგმილი.