ხელოვნური განაყოფიერების შედეგად აჭარაში 130-ე ხბო დაიბადა
აგროსერვის ცენტრის ვეტერინარებმა ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ხბოს მდგომარეობა შეამოწმეს. ისინი სოფელ ორთაბათუმში ბაკურიძეების ოჯახში იმყოფებოდნენ და მეპატრონეს ხბოს მოვლა-პატრონობის შესახებ გაუწიეს რეკომენდაცია და კონსულტაციები. აგროსერვის ცენტრში ფურის ხელოვნურად განაყოფიერების სერვისი 2012 წელში, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა და მისი მთავარი მიზანი რეგიონში მსხვილფეხა-რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებაა. ხელოვნური განაყოფიერება ხელს უწყობს პირუტყვის პროდუქტიულობის გაზრდას. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ცხოველთა დაცვას დაავადებებისგან, რადგან ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მიღებულ საქონელს გააჩნია ძლიერი იმუნიტეტი სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ და ადვილად უმკლავდება მათ.
აგროსერვის ცენტრმა ხელოვნური განაყოფიერების სერვისი თებერვლიდან ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებშიც აამოქმედა. დანარჩენ რაიონებში კი ეს სერვისი გასული წლის ივლისიდან მოქმედებს. სერვისის ღირებულება მაღალმთიანეთში 10 ლარია, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი 20. სერვისის შედეგად აჭარის რეგიონს დღემდე 130 ხბო შეემატა.