ქედის მოსახლეობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის მიზნობრივი პროგრამები გააცნეს
ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები სოფელ დანდალოს რწმუნებულებსა და ფერმერებს შეხვდნენ. კონსულტანტებმა მოსახლეობას მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის მიზნობრივი პროგრამები გააცნეს. მოსახლეობა განსაკუთრებით ამ პროგრამის ფარგლებში მოტობლოკების, სასათბურე კონსტრუქციებისა და მრავალწლიანი ხეხილოვანი ნერგების შეძენით დაინტერესდა. გარდა ამისა, მათ ფერმერებს ნომინალური ბარათების მისაღებად სპეციალური სიების შევსების წესი განუმარტეს. აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები აგრძელებენ მოსახლეობისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის მიზნობრივი პროგრამების გაცნობას.