ქობულეთის საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა თანადაფინანსების პრინციპით შეძენილი სკები მოინახულეს
ქობულეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები სოფელ დაგვაში მეფუტკრე გურამ ტაკიძესთან იმყოფებოდნენ. ტაკიძემ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში თანადაფინანსების პრინციპით (70% სახელმწიფო, 30% ფერმერი) ფინური ტიპის ფუტკრის 20-მდე სკა შეიძინა. აგროსერვისის ცენტრის კონსულტანტები ახლად დანერგილი სკების მუშაობის სპეციპიკასა და იმ თავისებურებებს გაეცნენ, რომელიც ჩვენს პირობებში არსებულ ფუტკარს გააჩნია.