ხელვაჩაურის საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მოტობლოკები დაათვალიერეს
ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა სოფელ შარაბიძეებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსებით შეძენილი მოტობლოკების მფლობელი ფერმერები მოინახულეს. სპეციალისტები ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის საკითხებს გაეცნენ. როგორც საუბრისასა გაირკვა, ფერმერებს, რომლებიც იცავენ მოტობლოკების მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის წესებს, ტექნიკა გამართულ მდგომარეობაში აქვთ, ხოლო იმ მოქალაქეების მოტობლოკები, რომლებიც რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს მწყობრიდან ვადაზე ადრე გამოდის.
საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა მობილურ ტექნიკაზე მომუშავე მექანიზატორებსა და მოტობლოკების მფლობელ ფერმერებს ტექნიკის ექსპლუატაციისას მუშაობის უსაფრთხოების წესები და მათი მოვლა-შენახვის პირობები გააცნეს.
„აგროსერვის ცენტრი“-ს სპეციალისტებმა ასევე მოინახულეს სატრაქტორო გაერთიანება ,,კახაბრის ველი“-ს სატრაქტორო პარკი. გაერთიანება ბელორუსის ტიპის სხვადასხვა მოდელის 7 ტრაქტორს ფლობს, რომლებიც მექანიზატორებთან ინახება და ტექნიკურად ყველა გამართულია.