ქობულეთში სიმინდის ნარგავებს მდელოს ფარვანა აზიანებს
ქობულეთში სიმინდისა და ბოსტნეული კულტურების ნარგავებს მცენარეთა მავნებელი, მდელოს ფარვანა აზიანებს. ქობულეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები მოსახლეობიდან შემოსული შეტყობინებების საფუძველზე მავნებლის გავრცელების ადგილზე იმყოფებოდნენ. მათ მდელოს ფარვანას გავრცელების არეალი შეისწავლეს და ფერმერებს მავნებელების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციები მიაწოდეს. ინფორმაცია ქობულეთში მავნებლის გავრცელების შესახებ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ უწყებებს მიაწოდეს.