ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ
ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები „თიბისი ბანკის“ ბათუმის რეგიონალური ფილიალის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა არაფორმალური ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მონიტორინგს პროექტის ფარგლებში არსებული მდგომარეობისა და დაგეგმილი სიახლების გასაცნობად. „თიბისი ბანკი“-ს თანამშრომლების განცხადებით, აჭარის რეგინოში მიმდინარე ეტაპზე მხოლოდ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მე-III კომპონენტს განიხილავენ, რაც ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დაფინანსებას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე ორივე მხარემ დეტალურად გაიარა ყველა ის კომპონენტი და პირობა, რომლის მიხედვითაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დახმარებით ფერმერები შეღავათიან აგროკრედიტებს მიიღებენ. საუბარი, ასევე შეეხო პროექტის ფარგლებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელსაც ბანკის თანამშრომლები ყოველდღიურად აწყდებიან პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობისას. მათ შორის ძირითად პრობლემად ბანკის თანამშრომლები ასახელებენ თანხის მიზნობრივ გამოყენებასა და სოფლის მეურნეობის კუთხით დაკავებული ადამიანების მცირე გამოცდილებას, რაც ზრდის სესხის დაბრუნებითობის რისკს.
ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლების განცხადებით, მსგავსი შეხვედრები საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან პერიოდულად გაიმართება, რათა მოსახლეობა მეტად იყოს ინფორმირებული იმ პროცედურების შესახებ, რაც აუცილებელია ბანკთან ურთიერთობისას.