შუახევის რაიონის რამდენიმე სოფელში მავნებლებმა ნათესები დააზიანეს
შუახევის რაიონის სოფელ წყაროთასა და ჭალაში ბოსტნეულის კულტურების ნარგავებს მავნებლები აზიანებენ. შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა დაზიანებული კერები ნარგავების მდგომარეობის შესწავლისას აღმოაჩინეს. აღნიშნულ სოფლებში გავრცელებულია ისეთი ნიადაგის მავნებლები, როგორიცაა ბოსტნეულის ხვატარები. სიმინდის ყანებში ხვატარებს, მავთულა ჭიებიც ემატა. რომლებიც ნათესებს უფრო მეტ ზიანს აყენებს. მავნებლების გამო ფერმერებს ნარგავების დარგვა რამდენიმეჯერ მოუწიათ.
მიუხედავად იმისა, რომ აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები მოსახლეობას მავნებლების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების დროულად გატარებისკენ მოუწოდებდნენ, მავნებლების გავრცელების თავიდან აცილება ფერმერებმა მაინც ვერ მოახერხეს. ამიტომ ზედამხედველობისა და მონიტორინგის მიზნით კონსულტანტების გარკვეული პერიოდულობით ეცნობიან ნათესებში არსებულ მდგომარეობას. ისინი ფერმერებს წამლობის დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებენ, რათა თავიდან აცილებულ იქნას მავნებელთა მიერ დაზიანებულ ნერგებზე სხვა დაავადებების გავრცელება.