საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ
ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“-ს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა ბინზესს პროექტების მოზადებაში ერთ კვირიანი ტრენინგი გაიარეს. ბათუმის ბიზნესს ინკუბატორში მათ ბიზნესს პროექტების ანალიზი, შეფასება და დაგეგმარება ისწავლეს. ტრენინგებს გაეროს განვითარების პროგრამის, აჭარის ეკონომიკური განვითარების პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე ატარებდა.
ტრენინგების გავლის შემდეგ „აგროსერვის ცენტრი“-ს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები „შეღავათიანი აგროკრედიტის“ აღების მსურველ ფერმერებს ბიზნესს პროექტების მომზადებასთან დაკავშირებით კონკრეტულ რჩევებს მიაწვდიან. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აჭარის რეგიონის მაშტაბით კვირაში ორჯერ მართავდა. სწორედ, მსგავსი შეხვედრებისას გამოიკვეთა ფერმერთა დახმარების საჭიროება, რადგან „შეღავათიანი აგროკრედიტი“-ს პროქტის ფარგლებში ბევრმა მათგანმა სესხი ბიზნეს გეგმის მოუმზადებლობის გამო ვერ მიიღო.
მონაწილეებს სერტიფიკატებს გაეროს პროგრამის წარმომადგენლები სამშაბათს, „აგროსერვის ცენტრი“-ს ოფისში გადასცემენ.