შუახევის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა მავნებლებს ებრძვიან
შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებს სოფელ წყაროთის, ჭალის, ნენიისა და ფურტიოს მაცხოვრებლებმა მიმართეს. როგორც ფერმერები აცხადებენ, სოფლებში მცენარეთა მავნებლები და მღრნელებია გავრცელებული, რის შედეგადაც დაზიანებულია ბოსტნეულისა და სიმინდის ნათესი ფართობები. კონსულტანტებმა დაზიანებული კერები მოინახულეს და ფერმერებს რეკომენდაციები მიაწოდეს, თუ როგორ და რა საშუალებებით უნდა ებრძოლონ მავნებლებს.
ზემოთ აღნიშნული სოფლები შუახევის რაიონში კარგი მებოსტნეობითაა ცნობილი. სოფლებში აგროტექნიკური და სხვა კომპლექსური ღონისძიებების დროულად ჩატარების შემთხვევაში მავნებლების გავრცელება მინიმუმადე დავა და ის მოსავლის მიღებას საფრთხეს აღარ შეუქმნის. შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური მუნიციპალიტეტის ფერმერულ მეურნებებში არსებულ მდგომარეობაზე მონიტორიგს აგრძელებს და შეტყობინების მიღების შემთხვევაშიც მზადა ფერმერთა დასახმარებლად.