1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გვარა-ხუცუბნის ტერიტორიაზე, ხეხილოვნებისა და ვაზის სადედე, საკოლექციო- სადემონსტრაციო სანერგეში 7 ათას ძირამდე ვაზისა და ხეხილის სხვადასხვა ჯიშებია გაადგილებული. კერძოდ, კი 25 მდე ვაზის ქართული და უცხოური სასუფრე-საღვინე ჯიშები, ასევე ვაშლის, მსხლის, ბლის, ატმის, მოცვის, ხურმის, აკტინიდიის, ფეიხოას, ქლიავის, ზეთისხილის და კაკლის ნერგები. აღნიშნულ სანერგეში აკლიმატიზაციისა და ადაპტაციის პერიოდს გადიან ვაზის ისეთი სასუფრე ჯიშები, როგორებიცაა კარდინალი, კრიმსონ სიდლესი, დონ მარიანო, ალფონსო ლაველი, პრიმა, იტალია, დათიერი, ალედო, საბას მარგალიტი, ქართული საადრეო, სულთანიანი და სხვა. საღვინე ჯიშებიდან კი ჩხავერი, ცოლიკაური, ბათუმურა, ტაძიგურა, კლარჯული, ქაქუთურა, ციცქა, კრახუნა, ოჯალეში, ალექსანდროული, უსახელაური და სხვა. თესლოვნებიდან გვაქვს მსხლის ისეთი ჯიშები, როგორიცაა კონფერენსიე, აბატი. ვაშლის ჯიშებიდან კი გოლდენ რაში, შამპანური რენეტი, ფლორინა, ფუჯი კიკუ, რუბინოლა. გალა შნიკა, ფორლეიდი, რეტკანი, ტოპაზი, კანდიტ სინაპი, სამერლენდი და სხვა. გვაქვს ასევე კურკოვნების -ბლის, ატმის, ქლიავის, ნუშის, ხურმის, ზეთის ხილის, ტყემლისა და სხვა ხეხილოვნების სადედე ნერგები.

სანერგეში პერსპექტიული ჯიშების ადგილზე გამოსაყვანად და გასამრავლებლად ორგანიზაციაში გახარებულია 2500 ძირამდე ვაშლისა და ვაზის საძირეები. ასეთი საძირეებიდან მიღებული ნერგები მესამე წელს შედის მსხმოიარობაში, უხვმოსავლიანია და გამოირჩევა ვარჯის დაბალი ზომით. ორი-სამი წლის შემდეგ, სადედე ნერგებიდან შესაძლებელი იქნება სანამყენე კვირტების აღება და მყნობა. გამრავლებულ ხეხილისა და ვაზისა ნერგებს აგროსერვის ცენტრი ფერმერულ მეურნეობების მფლობელებს თვითღირებულების ფასად მიაწვდის. ვაზისა და ხეხილის ნერგები, მათ შორის საძიერეებიც აგროსერვის ცენტრს საჩუქრად საგურამოს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალების ეროვნულმა ცენტრმა გადასცა.